WineMarket

ჩვენი ბლოგი

image

ქართული ვაზი

            იცოდით, რომ საქართველოში აღმოჩენილი პირველი ვაზის ჯიშებიდან ერთ-ერთი, წითელ წიგნშია შეტანილი?

ველური “უზურვაზი” თანამედროვე ვაზის უშუალო წინაპარია და საქართველოში ძვ.წ VI-V ათასწლეულიდან გვხვდება. ართველი ერის კულტურაში ვაზი მუდამ საპატიო ადგილს იკავებდა. წლების განმავლობაში მისი მოვლის ტექნიკა თანდათან ვითარდებოდა და დღესდღეობით განვითარების უმაღლეს მწვერვალს აღწევს. ვაზის ჯიშები ერთმანეთისგან უამრავი თვისებით შეგვიძლია განვასხვავოთ იქნება ეს ბოტანიკური, აგრონომიული თუ სამეურნეო. 

სწორედ ეს განმასხვავებელი ნიშნები განაპირობებს საუცხოო ღვინის დაყენებისა და ჩამოსხმის გარანტიას. ამბობენ, რომ პირველი ღვინო საქართველოში ან მის გარშემო ტერიტორიებზე დაიწურა, თუმცა მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩვენს რეგიონში ჯერ პირველი ღვინო დაიწურა, შემდეგ კი ვაზის გაკულტურება მოხდა.
ხშირად ჩნდება კითხვები: როგორი უნდა იყოს კარგი ღვინო? როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ხარისხიანი და უხარისხო ღვინო? ვის ვენდოთ? როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები ღვინის შეძენისას? როგორ შევუხამოთ ღვინო და კერძი ერთმანეთს? შესაძლებელია, კიდევ უამრავი კითხვა გაქვთ, სწორედ ამიტომ,
მოგვყევით საიტზე და გაიგეთ მეტი ინფორმაცია ჩვენს მარანსა და ღვინის სამყაროს შესახებ.