WineMarket
ჩვენი ბლოგი

საინტერესო ფაქტები ღვინოზე
ღვინის სამყარო, რომ ამოუწურავია ამაზე არავინ მსჯელობს. უამრავი მოსაზრება არსებობს სხვადახვა სახეობის ღვინოებისა და ჯიშების შესახებ, თუმცა ჭეშმარიტებას ყველა სუბიექტურად აღიქვამს .
წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ღვინოზე, რომელთა შესახებ ბევრ თქვენგანს შესაძლოა არაფერი სმენია:
- თავდაპირველად ღვინოს მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები და მღვდლები მიირთმევდნენ. საზოგადოების სხვა წევრები ლუდს ეძალებოდნენ.
- ძველი ეგვიპტელები პირველები იყვნენ, ვინც ღვინის კეთების პროცესის დოკუმენტირება მოახდინეს.
- „გაყინული“ - ასე ეწოდება დესერტის ღვინოს, რომელიც გაყინული ყურძნისგან მზადდება. ასეთი ღვინის მოსამზადებლად აუცილებელია ისეთი ყურძენი, რომელიც მინდორში ბუნებრივ პირობებში იყინება და არა სათბურში.
- უძველესი ღვინის ბოთლი ახალი წელთაღრიცხვით 325 წლით თარიღდება. ის გერმანიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და ახლა „პფალცის“ ისტორიულ მუზეუმში ინახება.
- რესტორნებში გაყიდული ღვინოებიდან 55% წითელია.